ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
მოკლე არწერა:
გრიგოლ
რობაქიძე, რომლის ეროვნული იდეალები შეუთავსებელი აღმოჩნდა ბოლშევიკურ
იდეოლოგიასთან, 1930 წლიდან გარდაცვალებამდე პოლიტიკურ ემიგრანტად იქცა.
მისი შემოქმედების რეაბილიტაციის შემდეგ „გველის პერანგი“ 1989 წელს
პირველად დაიბეჭდა საქართველოში. რომანის იდეას ავტორი შემდეგნაირად
განმარტავს:„ ... მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის
მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი: არა ერთეულის მარადიული
დაბრუნება თავის თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის
თავისკენ. შემდეგში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ჰპოვა ჩემ რომან „გველის
პერანგში. „ ამ რომანში ვცდილობდი აღმოსავლეთის მსოფლშეგრძნება და სამყაროს
ჭვრეტა პლასტიურად განმეხორციელებინა“.

Комментариев нет:
Отправить комментарий